Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მილანში პუტინის შეხვედრების მთავარი თემა უკრაინა იქნება


უკრაინის კრიზისი, როგორც ჩანს, მთავარი თემა იქნება შეხვედრებზე, რომლებსაც ამ კვირაში მილანში გამართავენ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და ევროკავშირის ლიდერები. მილანი 16-17 ოქტომბერს უმასპინძლებს ევროპა-აზიის სამიტს. ეს იქნება პუტინთან უკრაინის შესახებ პირად შეხვედრებზე საუბრის პირველი შესაძლებლობა ევროპელი ლიდერებისათვის, საფრანგეთში ივნისში გამართული ღონისძიებების შემდეგ. საგარეო პოლიტიკის საკითხებში კრემლის მრჩევლის, იური უშაკოვის ინფორმაციით, პუტინი 16 ოქტომბერს შეხვდება გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს და დაესწრება ვახშამს სხვა ლიდერებთან ერთად. როგორც უშაკოვი ამბობს, უკრაინაზე გაკეთდება „აქცენტი“ 17 ოქტომბერს საუზმეზეც, რომელზეც მიწვეული არიან გერმანიის, საფრანგეთის, ბრიტანეთის, იტალიისა და ევროკავშირის ლიდერები, უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოსთან ერთად. შესაძლებელია გაიმართოს პუტინისა და პოროშენკოს ორმხრივი შეხვედრაც.

XS
SM
MD
LG