Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ობამამ და პოროშენკომ ზავის მდგომარეობა განიხილეს


აშშ-ის პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ და უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ განიხილეს რუსეთსა და აღმოსავლეთ უკრაინას შორის საზღვრის უფრო უკეთესად კონტროლის გზები. ობამასა და პოროშენკოს შორის სატელეფონო საუბარი 15 ოქტომბერს შედგა. თეთრი სახლის ცნობით, საუბრისას ითქვა, რომ ყველა მხარემ უნდა უერთგულოს საზავო შეთანხმებას, რომელიც გასულ თვეში, მინსკში გაფორმდა. შეთანხმებამ ხელი შეუწყო ბრძოლის ინტენსივობის შემცირებას, თუმცა შეტაკებების სრული აღკვეთა ვერ მოხერხდა. თეთრი სახლის განცხადებით, ობამამ და პოროშენკომ ასევე განიხილეს ენერგეტიკული უსაფრთხოება, პოლიტიკური რეფორმა და უკრაინის ძალისხმევა ეკონომიკის გასაძლიერებლად. ობამამ დადებითად შეაფასა უკრაინის პარლამენტის მიერ კორუფციასთან ბრძოლის მიზნით მიღებული კანონმდებლობა.

XS
SM
MD
LG