Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

36 წლით პატიმრობა მიესაჯა სამხრეთკორეული ბორნის კაპიტანს


სამხრეთ კორეის სასამართლომ 36 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა კაპიტანს, რომლის ბორნის ჩაძირვის შედეგად მიმდინარე წლის აპრილში 300-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ეკიპაჟის კიდევ სამი წევრისთვის გამოტანილი განაჩენი ჯერჯერობით უცნობია. პროკურორების მტკიცებით, კაპიტნისა და ეკიპაჟის კიდევ სამი წევრის მიერ მგზავრების ბორანზე მიტოვებამ გამოიწვია დიდი მსხვერპლი. მსხვერპლის უმრავლესობა მოსწავლეები იყვნენ. კაპიტანმა ბოდიში მოიხადა მგზავრების მიტოვების გამო, თუმცა, აღნიშნა, რომ არ ეგონა, თუ მის მიერ ბორნის მიტოვება ამდენი ადამიანის სიკვდილს გამოიწვევდა.

XS
SM
MD
LG