Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აზერბაიჯანის არმიამ „სომხური“ სამხედრო შვეულმფრენი ჩამოაგდო


აზერბაიჯანის არმიის ცნობით, მან სეპარატისტულ რესპუბლიკა მთიან ყარაბაღთან ჩამოაგდო მი-24-ის ტიპის სამხედრო შვეულმფრენი. 12 ნოემბრის ცნობით, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო იტყობინება, რომ მის სამხედროებს შვეულმფრენიდან ესროლეს, რასაც მოჰყვა საპასუხო ცეხლი. შვეულმფრენი, რომელიც სომხურ სამხედრო ძალებს ეკუთნოდა,ჩამოაგდეს. ამ ცნობაში არაფერია ნათქვამი მსხვერპლზე. რუსეთის სააგენტოებს მოჰყავთ თვითგამოცხადებული, ეთნიკური სომხებით დასახლებული, დე იურე აზერბაიჯანის კუთვნილი რეგიონის, მთიანი ყარაბაღის თავდაცვის სამინისტროს ცნობა, რომ მისი შვეულმფრენი ჩამოგდეს და მის ბორტზე მყოფი მყოფი სამი პირი დაიღუპა. ამავე ცნობით, შვეულმფრენს არ შეუქმნია საფრთხე აზერბაიჯანის სამხედროთათვის.

XS
SM
MD
LG