Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საავიაციო იერიშების შედეგად სირიაში 746 ექსტრემისტი განადგურდა


სირიაში ექსტრემისტებზე განხორციელებული საავიაციო იერიშების შედეგად სექტემბრის შუა რიცხვებში „ისლამური სახელმწიფოს“ სულ მცირე 746 წევრი დაიხოცა. ამის თაობაზე ნათქვამია ბრიტანეთში მოქმედი სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორიის ანგარიშში, რომლის თანახმად საავიაციო დარტყმების დროს ასევე გაანადგურდა ალ ყაიდასთან დაკავშირებული ექსტრემისტული ალ ნუსრას ფრონტის 68 წევრი და 50 სამოქალაქო. აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედი საავიაციო კამპანია ექსტრემისტების წინააღმდეგ სირიაში 23 სექტემბერს დაიწყო, ორი კვირის თავზე მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ „ისლამური სახელმწიფოს“ შესუსტებისა და მისი საბოლოო განადგურების გეგმა გამოაცხადა. ივნისიდან მოყოლებული ექსტრემისტულმა დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებმა ერაყსა და სირიაში დიდი ტერიტორიები იგდეს ხელთ, რასაც შედეგად მოჰყვა მშვიდობიანი ადამიანების დახოცვა და მათი უფლებების მასობრივი დარღვევა.

XS
SM
MD
LG