Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვენის მოლაპარაკებაზე, როგორც ჩანს, ვერ თანხმდებიან ირანის ბირთვულ პროგრამაზე


ვენაში დასასრულს უახლოვდება ირანისა და მსოფლიოს ექვსი წამყვანი ქვეყნის დელეგაციების მოლაპარაკება ირანის ბირთვულ პროგრამაზე გრძელვადიანი შეთანხმების მისაღწევად. ოფიციალური პირების ცნობით, მხარეები გეგმით გათვალისწინებულ ღამის 12 საათამდე (ცენტრალური ევროპის დროით) სავარაუდოდ, ვერ მიაღწევენ შეთანხმებას, რომელიც იძლევა გარანტიას, რომ თეირანი ვერ შექმნის ბირთვულ იარაღს - სანაცვლოდ აშშ და ევროკავშირი სანქციებს გაუუქმებდნენ თეირანს. როგორც იუწყებიან, უთანხმოების გამომწვევ პუნქტად რჩება ურანის გამდიდრების პროგრამის მასშტაბი. ამერიკელი ოფიციალური პირების ცნობით, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელს, მოჰამად ჯავად ზარიფს 23 ნოემბერს შესათავაზა, ისაუბრონ 24 ნოემბრისთვის დაწესებული ვადის გაგრძელებაზე. ირანელი ოფიციალური პირებიც ადასტურებენ, რომ განხილვის საგანია ვადის გაგრძელება. მაგრამ ირანელი დიპლომატები აცხადებენ ასევე, რომ შესაძლოა, მოსკოვსა და პეკინს სთხოვონ ეკონომიკური და დიპლომატიური მხარდაჭერა ახლა მიმდინარე მოლაპარაკების წარუმატებლობის შემთხვევაში. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი 23 ნოემბერს ჩავიდა ვენაში.

XS
SM
MD
LG