Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შვეიცარიაში იმართება რეფერენდუმი იმიგრაციის შეზღუდვისკენ მიმართული ზომების თაობაზე


შვეიცარიაში იმართება რეფერენდუმი, რომელშიც მოქალაქეებმა უნდა გამოხატონ საკუთარი დამოკიდებულება იმიგრაციის შეზღუდვისკენ მიმართული ზომებისადმი. წელს შვეიცარიაში უკვე მეორედ ტარდება პლებისციტი ამ საკითხზე. თებერვალში ამომრჩეველთა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა უცხოელთათვის კვოტების შემოღებას. ახალი ზომები მიზნად ისახავს ქვეყანაში უცხოელთა იმიგრაციას და ითვალისწინებს წელიწადში იმიგრანტთა რიცხვისთვის დაწესებული კვოტის 0,2%-მდე შემცირებას. ეს ინიციატივები ქვეყნის ეკოლოგიაზე ზრუნვას ისახავს მიზნად. იმიგრაციის შეზღუდვის მოწინააღმდეგეებს მიაჩნიათ, რომ ეს ზომები უარყოფითად აისახება ქვეყნის ეკონომიკაზე, ვინაიდან შვეიცარიის მუშახელის 25%-ს უცხოელები შეადგენენ. დღევანდელ რეფერენდუმზე გატანილია ასევე ოქროს სავალუტო რეზერვების გაზრდისა და მდიდარ უცხოელთათვის საგადასახადო შეღავათების გაუქმების საკითხები.

XS
SM
MD
LG