Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტოლტენბერგი: რუსეთი აძლიერებს სამხედრო აქტიურობას


ნატოს ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ რუსეთი დიდი რაოდენობის იარაღს აწვდის აღმოსავლეთი უკრაინის მეამბოხეებს და აძლიერებს სამხედრო აქტიურობას ევროპასა და მსოფლიოში. თავის ყოველთვიურ პრესკონფერენციაზე, ბრიუსელში იენს სტოლტენბერგმა თქვა, რომ ხანგძლივი მშვიდობის დამყარების მიზნით გრძელდება მცდელობები მიუხედავად ცეცხლის შეწყვეტის შესახებ უკრაინის მთავრობასა და პრორუსულ სეპარატისტებს შორის სექტემბერში დადებული შეთანხმების ყოველდღიურად დარღვევისა.სტოლტენბერგის თქმით, რუსეთი და სეპარატისტები არ იცავენ ზავის შესახებ შეთანხმებას, რომლის მიზანი იყო დაესრულებინა კონფლიქტი, რომლის მანძილზე, აპრილის შემდეგ, 4300 ადამიანი იქნა მოკლული.

XS
SM
MD
LG