Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კერი დადებითად აფასებს ირანის ნებისმიერ სამხედრო ზომას „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ


აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ჯონ კერის განცხადებით, ვაშინგტონსა და თეირანს შორის არ ხდება ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლის კოორდინირება, მაგრამ კერის „პოზიტიურად“ მიაჩნია ირანის ნებისმიერი სამხედრო ზომა „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ. ამ შინაარსის განცხადება კერიმ გააკეთა 3 დეკემბერს ბრიუსელში - მას შემდეგ, რაც გავრცელდა პენტაგონის განცხადება, რომ ირანმა სავარაუდოდ, მართლაც მიაყენა საჰაერო დარტყმები ერაყში „ისლამური სახელმწიფოს“ პოზიციებს. თავის მხრივ, ირანის მაღალი რანგის ოფიციალურმა წარმომადგენელმა უარყო ცნობა ერაყში საჰაერო დარტყმების შესახებ. შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვეტილია 1979 წლიდან, როცა ირანელი აქტივისტები შეიჭრნენ თეირანში აშშ-ის საელჩოში და მძევლად აიყვანეს ათობით ამერიკელი.

XS
SM
MD
LG