Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლევან ღირსიაშვილი აბსურდულს უწოდებს დეპუტატ კანდელაკის ინფორაციას


თავდაცვის მინისტრის მოადგილე ლევან ღირსიაშვილი კატეგორიულად უარყოფს ინფორმაციას, თითქოს ის "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოსთვის" წევრია. როგორც "ინტერპრესნიუსს" მინისტრის მოადგილემ განუცხადა, "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოსთვის" წევრი, მით უმეტეს პარტიის პოლიტსაბჭოს წევრი არასდროს ყოფილა. „საქართველო 2009 წელს დავტოვე. ვმუშაობდი ვაშინგტონში, "ამერიკის ხმის" რედაქციაში და გახლდით ამერიკის ფედერალური მთავრობის თანამშრომელი. 2013 წელს დავბრუნდი სამშობლოში, რადგან ჩავთვალე, რომ ვალდებული ვიყავი, ჩემი ქვეყნის სამსახურში ჩავმდგარიყავი", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" ლევან ღირსიაშვილმა. დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე, "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი კანდელაკმა განაცხადა, რომ თავდაცვის მინისტრმა მინდია ჯანელიძემ საკუთარ პირველ მოადგილედ ნინო ბურჯნაძის პარტიის მმართველი საბჭოს წევრი ლევან ღირსიაშვილი დანიშნა.

XS
SM
MD
LG