Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ობამა გმობს ამერიკელი ჟურნალისტის „ბარბაროსულ მკვლელობას“


აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ დაგმო ამერიკელი ჟურნალისტის, იემენში ექსტრემისტების მიერ დატყვევებული ლუკ სომერსის „ბარბაროსული მკვლელობა“. ჟურნალისტი მოკლეს მის გამოსახსნელად ჩატარებული ოპერაციის დროს. დღევანდელ განცხადებაში ობამა პირობას დებს, რომ ვაშინგტონი ღონეს არ დაიშურებს საზღვარგარეთ ამერიკელების გამოსახსნელად. მანამდე აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ჩაკ ჰეიგელმა დაადასტურა, რომ ექსტრემისტებმა მოკლეს სომერსი, კიდევ ერთ არაამერიკელ მძევალთან ერთად. ჰეიგელის განმარტებით, მძევლების გამოსახსნელი ოპერაცია გამართლებული იყო ინფორმაციის გამო, რომ ამერიკელი ჟურნალისტის სიცოცხლეს პირდაპირი საფრთხე ემუქრებოდა. ლუკ სომერსი 2013 წლის სექტემბერში იემენის დედაქალაქ სანააში დაატყვევს.

XS
SM
MD
LG