Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საკადრო ცვლილებები განხორციელდა შინაგან საქმეთა სამინისტროში


საკადრო ცვლილებებია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს განაცხადა, რომ თანამდებობა დატოვა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი ზედელაშვილმა, რომელიც უსაფრთხოების კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის მოადგილედ დაინიშნა. პრემიერის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას ვახტანგ გომელაური დაიკავებს. მინისტრის მოადგილეები იქნებიან თემურ მღებრიშვილი და არჩილ თალაკვაძეც, რომლებიც, შესაბამისად, დატოვებენ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის და სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილის თანამდებობებს. პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებითვე, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსად კვლავ ანზორ ჩუბინიძე დაინიშნა. მან ეს თანამდებობა რამდენიმე თვის წინ დატოვა.

XS
SM
MD
LG