საუდის არაბეთმა გამოაცხადა, რომ სპეციალური დელეგაცია მიავლინა ერაყში, სადაც 25 წლის შემდეგ საელჩოს გახსნა იგეგმება. საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანახმად, დელეგაციას, რომელიც 3 იანვარს ჩავიდა ერაყში, შესაფერისი შენობების მოძებნა და მოწყობა დაევალა. საელჩოს შენობა ბინას დაიდებს ბაღდადში, საკონსულოს გახსნა კი - ირბილში იგეგმება. საუდის არაბეთსა და ერაყს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1990 წელს, ერაყის მიერ კუვეიტის ოკუპაციის შემდეგ გაფუჭდა.