Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუბლის კურსი ისევ დაეცა, ნავთობის გაიაფების ფონზე


რუსული რუბლის კურსი ისევ დაეცა, რუსეთიდან ექსპორტის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტის, ნავთობის გაიაფების ფონზე. 6 იანვარს ნაშუადღევის მონაცემებით, ერთი დოლარი 63 რუბლი ღირს, ერთი ევრო - 75 რუბლი. ხოლო ბრენტის მარკის ერთი ბარელი ნედლი ნავთობის ფასი 52 დოლარზე დაბლა დაეცა, რაც ბოლო ხუთნახევარი წლის სარეკორდოდ დაბალი მაჩვენებელია. რუსეთის ეკონომიკა, ენერგეტიკაზე ძლიერი დამოკიდებულების გამო, დაღმასვლას განიცდის ნავთობის გაიაფებისა და მოსკოვის წინააღმდეგ დასავლეთის მიერ შემოღებული სანქციების შედეგად. სანქციების მიზეზია რუსეთის მიერ ყირიმის ანექსია და აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტების მხარდაჭერა.

XS
SM
MD
LG