Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტამბოლის ცენტრში თვითმკვლელმა პოლიციელი იმსხვერპლა


თურქეთის პოლიციის ცნობით, თვითმკვლელმა ქალმა სტამბოლის ცენტრში, სულთან აჰმედის რაიონში აფეთქება მოაწყო პოლიციის განყოფილებაში; შედეგად, ერთი პოლიციელი მოკვდა, ერთი დაშავდა. 6 იანვრის აფეთქება მოხდა ტურისტულ არეალში, სადაც სხვათა შორის მდებარეობს ცისფერი მეჩეთი, ბიზანტიური აია სოფიას ტაძარი და ბაზილიკა ცისტერნა. პოლიციის ცნობით, ქალმა ბომბი ააფეთქა, როცა შენობას მიუახლოვდა და გუშაგებმა შეაჩერეს. სტამბოლის გუბერნატორმა, ვასიფ ზაჰირმა განაცხადა, რომ თვითმკვლელი ინგლისურად ლაპარაკობდა, და რომ გუშაგს უთხრა, შენობაში საფულე დამრჩაო. თავდასხმაზე პასუხიმგებლობა არავის უკისრია. პირველ იანვარს აკრძალულმა ულტრა-მემარცხენე ჯგუფმა ორი ხელყუმბარა ესროლა პოლიციელს დოლმაბაჰჩეს სასახლეში, სადაც პრემიერ მინისტრის ოფისია და ადრე კი, თურქეთის დამაარსებელი ქემალ ათა თურქის რეზიდენცია იყო.

XS
SM
MD
LG