Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს ორი ელჩი თანამდებობებს დატოვებს


შვედეთსა და ფინეთში საქართველოს ელჩი კონსტანტინე ქავთარაძე და მექსიკაში საქართველოს ელჩი მალხაზ მიქელაძე თანამდებობებს დატოვებენ. მთავრობამ უკვე გამოსცა ელჩების თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ საქართველოს პრეზიდენტისთვის წინადადების წარდგენის თაობაზე განკარგულება. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ელჩებს როტაციის ვადა ამოეწურათ და სამშობლოში დაბრუნება ისურვეს. "ინტერპრესნიუსს" საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ რამდენიმე სხვა ელჩს, რომლებსაც ასევე ამოეწურათ როტაციის ვადა, ის 6 თვით ან 1 წლით გაუგრძელდა.

XS
SM
MD
LG