პენტაგონი ადასტურებს, რომ ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებმა ერაყში დაიპყრეს ქალაქი იმ სამხედრო ბაზის მახლობლად, სადაც ამერიკელი და მათი მოკავშირე სამხედროები წვრთნიან ერაყელ ჯარისკაცებს. პენტაგონის წარმომადგენელმა დაადასტურა ქალაქ ალ-ბაღდადის დაცემა და აღნიშნა ისიც, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ წევრებმა თვეების შემდეგ პირველად შეძლეს, ისევ აეღოთ ახალი დასახლება. ალ-ბაღდადის დაპყრობის დღესვე, თვითმკვლელმა თავდამსხმელებმა თავდასხმა მოაწყეს ახლოს მდებარე ალ-ასადის საჰაერო ბაზაზე. პენტაგონის ცნობით, 13 თებერვლის ამ იერიშისას, რამდენიმე ექსტრემისტი იქნა მოკლული. ერაყელ და ამერიკელ ჯარისკაცებს შორის მსხვერპლი არ ყოფილა.
ყველაზე პოპულარული
1