Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რადიო თავისუფლება აღრიცხავს დარღვევებს ტაჯიკეთის არჩევნებზე


რადიო თავისუფლების ტაჯიკურმა რედაქციამ 1 მარტის საპარლამენტო არჩევნებზე დარღვევების სერია აღრიცხა. როგორც იუწყებიან, ქვეყნის საარჩევნო კანონის დარღვევები მოიცავს ერთი პირის მიერ მთელი ოჯახის სახელით ხმის მიცემას, დამკვირვებლების ადგილზე არყოფნას და რამდენიმე შემთხვევას, როცა მოხალისეებმა მოქალაქეებს ურჩიეს ვისთვის მიეცათ ხმა. საერთაშორისო დამკვირვებლებმა წინასაარჩევნო კამპანიის დროს აღრიცხეს დარღვევები. პარლამენტის ქვედა პალატის 63 ადგილისთვის იბრძვის 300-მდე კანდიდატი. პრეზიდენტ ემომალი რაჰმონის სახალხო დემოკრატიული პარტია ამჟამად 63 ადგილიდან 55-ს ფლობს და, როგორც ვარაუდობენ, ის ამ არჩევნებზეც გაიმარჯვებს. რაჰმონმა ხმა დუშანბეში მისცა, ჟურნალისტებთან გასაუბრების გარეშე. საარჩევნო კომისიამ განაცხადა, რომ უბნების გახსნიდან სამ საათში არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 4.3 მილიონი რეგისტრირებული ამომრჩევლის 30-მა პროცენტმა. შედეგი 2 მარტს გამოცხადდება.

XS
SM
MD
LG