Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინი აცხადებს, რომ ოფიციალურ პირებს 2014 წლის თებერვალში აცნობა ყირიმზე გეგმები


რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის განცხადებით, უშიშროების სფეროს მაღალჩინოსნებს მან ყირიმის ანექსირების თავისი გადაწყვეტილება პირველად 2014 წლის თებერვალში აცნობა - რამდენიმე საათში მას შემდეგ, რაც უკრაინის მაშინდელი პრეზიდენტი, ვიქტორ იანუკოვიჩი, იძულებული გახდა პოსტი დაეტოვებინა. სახელმწიფო ტელევიზიით გასაშვები დოკუმენტური ფილმის ანონსში პუტინი აღწერს კრემლში სასწრაფო წესით გამართულ სხდომას, რომელიც 23 თებერვალს დილის 7 საათზე დასრულდა. პუტინი ამბობს, რომ სამხედრო და უშიშროების ოფიციალურ პირებს უბრძანა გადაერჩინათ უკრაინის პრეზიდენტის სიცოცხლე. „როცა დავიშალეთ, ყველა კოლეგას ვუთხარი - ყირიმის რუსეთისთვის დაბრუნებაზე უნდა დავიწყოთ მუშაობაო“, ამბობს პუტინი. რუსეთმა ყირიმის ანექსირება მოახდინა 2014 წლის მარტში, რეგიონში სამხედროების განთავსების, რეგიონულ პარლამენტზე კონტროლის დამყარების ხელშეწყობის და იმ რეფერენდუმის მოწყობის შემდეგ, რომელსაც კიევი და დასავლეთი არალეგიტიმურად მიიჩნევენ. კრემლი თავიდან უარყოფდა ყირიმში სამხედროების გაგზავნას, თუმცა შემდეგ პუტინმა ტელევიზიით განაცხადა, რომ იქ რუსეთის ჯარისკაცები გაიგზავნა.

XS
SM
MD
LG