საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, ზურაბ აზმაიფარაშვილმა თანამდებობა დატოვა. სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, აზმაიფარაშვილმა თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა, მთავრობის წევრებს კი აღნიშნული გადაწყვეტილებამთავრობის სხდომაზე აცნობა. ზურაბ აზმაიფარაშვილი ევროპის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი გახდა. 16 მარტს, სამინისტროში მისი გაცილების ცერემონია გაიმართება. ვინ დაიკავებს პირველი მოადგილის თანამდებობას, ამ დროისთვის უცნობია
ყველაზე პოპულარული
1