Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვაზიანის სამხედრო ბაზაზე გაიმართა 43-ე ბატალიონის გაცილების ცერემონია


ვაზიანის სამხედრო ბაზაზე გაიმართა ავღანეთში "მტკიცე მხარდაჭერის" საერთაშორისო მისიაში მონაწილე 43-ე ბატალიონის გაცილების ცერემონია. ცერემონია დაიწყო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის და საერთაშორისო ოპერაციების დროს დაღუპული ქართველი სამხედროების ხსოვნისთვის პატივის მიგებით. ავღანეთის მისიაში მონაწილე სამხედროებს მიმართეს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ და ევროპაში აშშ-ის საზღვაო ქვეითი ძალების სარდლის მოადგილემ, გენერალმა ნორმან კულინგმა, რომელიც ცერემონიაზე დასასწრებად თბილისს საგანგებოდ ეწვია. მათ ქართველ სამხედროებს მისიის წარმარტებით შესრულება და სამშობლოში მშვიდობით დაბრუნება უსურვეს. საქართველოს შეირაღებული ძალების მეოთხე მექანიზირებული ბრიგადის 43-ე ბატალიონი ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე შეცვლის მე-5 ქვეითი ბრიგადის 51-ე ბატალიონს. ქართველი სამხედროები ამერიკელ საზღვაო ქვეითებთან ერთად 6 თვის განმავლობაში შეასრულებენ სრული სპექტრის ოპერაციებს. მათი მთავარი ამოცანაა ბაგრამის საავიაციო ბაზის უსაფრთხოების უზრუნველყოფა.

XS
SM
MD
LG