Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შვეიცარიაში გრძელდება მოლაპარაკება ირანის ბირთვულ პროგრამაზე


შვეიცარიაში გრძელდება მოლაპარაკება ირანის ბირთვულ პროგრამაზე. საფრანგეთისა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრები, ლორან ფაბიუსი და ფრანკ ვალტერ შტაინმაიერი შეუერთდნენ ლოზანაში მათზე ადრე ჩასულ კოლეგებს, აშშ-ის სახელმწიფო მდივან ჯონ კერისა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ ჯავად ზარიფს. მხარეებს 31 მარტი აქვთ განსაზღვრული ვადად ბირთვულ პროგრამაზე ჩარჩო-შეთანხმების მისაღწევად. მიზანია ირანის ბირთვული პროგრამის შეზღუდვა ამ ქვეყნის საწინააღმდეგო სანქციების შემსუბუქების სანაცვლოდ. ფაბიუსმა ლოზანაში ჩასვლის შემდეგ უთხრა ჟურნალისტებს, რომ მოლაპარაკება ხანგრძლივი და რთულია და მხარეებმა წინ წაიწიეს გარკვეულ საკითხებში, თუმცა საკმარისი წინსვლისთვის არ მიუღწევიათ სხვა მიმართულებებით. დიპლომატების განმარტებით, მოლაპარაკებაზე მათი ყოფნა არ ნიშნავს მაინცდამაინც იმას, რომ შეთანხმება თითქმის მიღწეულია. ლოზანაში მოელიან რუსეთისა და ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრებსაც, ისევე როგორც ჩინეთის მაღალი რანგის წარმომადგენელს. ირანი უარყოფს ბრალდებას, რომ მისი ბირთვულ პროგრამა ბირთვული იარაღის შექმნას ემსახურება.

XS
SM
MD
LG