Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინამ უარყო საქართველოს თხოვნა სააკაშვილის ექსტრადიციის შესახებ


უკრაინამ უარყო საქართველოს თხოვნა ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ექსტრადიციის შესახებ და პოლიტიკურად მოტივირებული უწოდა მის სამართლებრივ დევნას. უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ 1 აპრილს გამოაცხადა, რომ სააკაშვილი, რომელიც უკრაინაში მრჩეველთა საბჭოს ხელმძღვანელობს, არ გადაეცემა საქართველოს. გენერალური პროკურატურის განმარტებით, „სააკაშვილის ექსტრადირება იქნებოდა ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების შესახებ 1950 წლის კონვენციის დარღვევა". საქართველოში სააკაშვილს, რომელიც 2004-2013 წლებში იყო პრეზიდენტი, წაყენებული აქვს რამდენიმე ბრალდება, მათ შორის 2006 წელს სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმესთან და 2007 წლის ნოემბერში საპროტესტო აქციის დარბევასთან დაკავშირებით. სააკაშვილი ყველა ბრალდებას უარყოფს.

XS
SM
MD
LG