Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთის პრეზიდენტი ირანში ჩავიდა


ირანში ჩავიდა თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოანი, რომელიც იქ მაღალი რანგის რამდენიმე შეხვედრას გამართვას. ერდოანის ვიზიტის ფონია ბოლოდროინდელი დაძაბულობა ამ ორ ქვეყანას შორის იემენში საუდის არაბეთის ხელმძღვანელობით განხორციელებული სამხედრო ოპერაციის გამო. ერდოანმა საჯაროდ დაუჭირა მხარის ამ ოპერაციას, რომელიც მიმართულია ირანთან დაკავშირებული შიიტი მეამბოხეების წინააღმდეგ, და განაცხადა, რომ თეირანი რეგიონში ბატონობას ცდილობს. ირანი უარყოფს ბრალდებას, რომ იემენში ეხმარება იმ მეამბოხეებს, რომლებმაც ორი კვირის წინ ქვეყნიდან გააქციეს პრეზიდენტი აბდ-რაბუ მანსურ ჰადი. ამასთან, ირანსა და თურქეთს შორის არსებობს უთანხმოება სირიაში სამოქალაქო ომის შეწყვეტის გზებზეც. მაგრამ სახელმწიფოებს ძლიერი ეკონომიკური ურთიერთობა აკავშირებთ. ირანი თურქეთისთვის ბუნებრივი აირის სიდიდით მეორე მიმწოდებელია.

XS
SM
MD
LG