Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ ირანს მოუწოდებს შეწყვიტოს ფუთების მხარდაჭერა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ მოითხოვა ირანისგან დაუყოვნებლივ შეწყვიტოს იემენში მეამბოხე ჰუთების მხარდაჭერა. ტელეკომპანია პიბიესთან ინტერვიუში ჯონ კერიმ აღნიშნა, რომ აშშ დახმარებას გაუწევს ახლო აღმოსავლეთის იმ ქვეყნებს, რომელსაც ირანი დაემუქრება. ირანი მხარს უჭერს მეამბოხე ჰუთებს იემენში მაშინ, როცა აშშ ეხმარება საუდის კოალიციას, რომელიც ამბოხებულების პოზიციებს ბომბავს. ოთხშაბათს ირანმა ორი სამხედრო გემი გააგზავნა იემენის პორტ ადენში ჰუთებისთვის დახმარების აღმოსაჩენად.

XS
SM
MD
LG