თორნიკე აბულაძე მიუნხენში მცხოვრები მხატვარია. „უხილავი ფარდის“ ავტორი, ოქროპირ რუხაძე, ყოველკვირეულ რუბრიკაში თორნიკე აბულაძეს ესაუბრება იმაზე, თუ თბილისის სამხატვრო აკადემიის დამთავრების შემდეგ როგორ გადასახლდა ის მიუნხენში - იმის გამოც, რომ ცოლად შეირთო მიუნხენელი ქალი, ხელოვნების ისტორიკოსი, რომელიც ამჟამად მისი მენეჯერია; რა გზა უნდა აირჩიოს გამოფენის გარდა ხელოვანმა, თავისი ნამუშევარი რომ წარუდგინოს საზოგადოებას; რატომაა რთული ადგილის დამკვიდრება უცხოეთში; და როგორ ახსენებს თორნიკე აბულაძეს რაჭას ავსტრია, ტიროლი.
-
ოქროპირ რუხაძე
ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.