Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს ეწვია ბელორუსიის პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკო


ბელორუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო თბილისში ჩავიდა. ეს არის ლუკაშენკოს პირველი სახელმწიფო ვიზიტი საქართველოში. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მას დახვდნენ ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი დავით პატარაია. ალექსანდრ ლუკაშენკო 10 წლის შვილთან ერთად ჩავიდა საქართველოში. ის ხვალიდან გამართავს ოფიციალურ შეხვედრებს. პრეზიდენტების გიორგი მარგველაშვილის და ალექსანდრ ლუკაშენკოს პირისპირ შეხვედრის შემდეგ გაიმართება საქართველოს და ბელორუსიის სამთავრობო დელეგაციების გაფართოებული მოპალარაკება. ლუკაშენკო შეხვდება ასევე პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურს, კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს. 24 აპრილს ბელორუსიის პრეზიდენტი ბათუმს ეწვევა.

XS
SM
MD
LG