Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თამარ ბერუჩაშვილი ნიუ-იორკში შეხვდა გაეროს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტს და გენერალური მდივნის კაბინეტის უფროსს


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი ნიუ-იორკში შეხვდა გაეროს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტს, სემ კაჰამბა კუტესას, და ორგანიზაციის გენერალური მდივნის კაბინეტის უფროსს, სიუზან მალკორას. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თამარ ბერუჩაშვილმა გაეროს მაღალჩინოსნებს გააცნო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება, ჟენევის დისკუსიის მიმდინარეობა, მოსკოვის მიერ აფხაზეთის და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმებთან გაფორმებული ხელშეკრულებები და რუსეთის ამ ქმედებით გამოწვეული საფრთხეები.

XS
SM
MD
LG