Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

EBRD-ის ღონისძიებებისთვის დახარჯული თანხიდან 14 მილიონის ქონება სახელმწიფოს დარჩება


პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, თბილისში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ყოველწლიური შეხვედრისა და ბიზნესფორუმის მასპინძლობისთვის 17 მილიონზე მეტი დაიხარჯა, აქედან 14 მილიონის უძრავ-მოძრავი ქონება, სახელმწიფოს დარჩება. ამის შესახებ ღარიბაშვილმა მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში EBRD-ის ყოველწლიური შეხვედრისა და ბიზნესფორუმის ორგანიზების უზრუნველყოფის სამთავრობო კომისიის სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, ასეთი ღონისძიება კავკასიაში პირველად ტარდება და ის, რომ საქართველო მასპინძლობს EBRD-ის ყოველწლიურ შეხვედრასა და ბიზნესფორუმს, ქვეყანაში განხორციელებული რეფორმების დემონსტრაციის კუთხით გატარებული მნიშვნელოვანი ნაბიჯებისა და განხორციელებული პროექტების დამსახურებაა.

XS
SM
MD
LG