Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოჭში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი პუტინს და ლავროვს შეხვდება


აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ჯონ კერი 12 მაისს შეხვდება რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს. სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის, მერი ჰარფის თქმით, ჯონ კერი სოჭში შეხვდება პუტინს და საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს. რუსეთის საინფორმაციო სააგენტოები იტყობინებოდნენ, რომ 12 მაისის შეხვედრაზე უკრაინის, სირიის და იემენის გარშემო იმსჯელებენ. რია-ნოვოსტის მოჰყავდა ინკოგნიტო წყაროს ცნობა, რომ კრემლი იმედოვნებს, კერი ჩაიტანს ახალ წინადადებას აღმოსავლეთ უკრაინის კონფლიქტის მოგვარების შესახებო.წყარომ უთხრა რია-ნოვოსტის, რომ კრემლი გარღვევას ამ ვიზიტისგან არ მოელის, მაგრამ მას ძალიან მნიშვნელოვნად თვლის.

XS
SM
MD
LG