Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანმა გამაფრთხილებელი ცეცხლი გაუხსნა სინგაპურის სატვირთო გემს


ირანის საპატრულო კატერებმა სპარსეთის ყურეში გამაფრთხილებელი სროლა გაუხსნეს სინგაპურის დროშით მცურავ სატვირთო გემს. აშშ-ის ოფიციალური პირების თქმით, ინციდენტი მოხდა 14 მაისს, როცა ირანის რევოლუციურ გუშაგთა გვარდიის კუთვნილმა მცირე ზომის ხუთმა კატერმა ცეცხლი გაუხსნა სინგაპურის გემს არაბთა გაერთიანებული საამიროების სანაპიროს მახლობლად, საერთაშორისო წყლებში. მას შემდეგ, რაც სინგაპურის გემმა ამ სანაპიროსკენ გაცურა, ირანის მხარემ მეორეჯერ გახსნა ცეცხლი და საამიროების სანაპიროს დაცვის კატერების გამოჩენისთანავე დატოვა იქაურობა. ბოლო დროს სპარსეთის ყურეში იზრდება დაძაბულობა. ირანმა გააფრთხილა საუდის არაბეთის ხელმძღვანელობით მოქმედი საზღვაო ძალები, არ შეუშალონ ხელი იემენისთვის განკუთვნილ ჰუმანიტარული დახმარების გემს. ირანი უარყოფს ბრალდებას, რომ იემენში სამხედრო დახმარებას უწევს შიიტ ჰუთიტ მეამბოხეებს.

XS
SM
MD
LG