Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანი მზადაა ერაყს დაეხმაროს ისლამურ სახელმწიფოსთან ომში

ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეისმრჩეველმა განაცხადა, რომ ირანიმზად არის ნებისმიერი ნაბიჯისთვის, რათა დაეხმაროს ერაყს ექსტრემისტულ გაერთიანება, ისლამურ სახელმწიფოსთან ბრძოლაში. ალი აქბარ ველაიათიმ, აიათოლას მრჩეველმა საერთაშორისო საკითხებში, ეს განაცხადა 18 მაისს, ერთი დღის შემდეგ, რაც ისლამური სახელმწიფოს მეომრებმა რამადი აიღეს. 18 მაისს ერაყში ჩავიდა ირანის თავდაცვის მინისტრი, გენერალი ჰოსეინ დეღანი, რომელიც მასპინძლებს სამხედრო სფეროში თანამშრომლობის გაფართოების გარშემო მოელაპარაკება.

XS
SM
MD
LG