რუსი ბიზნესმენი ალექსანდრ პერეპილიჩნი, რომელიც ორი წლის წინ მოულოდნელად გარდაიცვალა ლონდონის გარეუბანში, შესაძლოა, მოწამვლის მსხვერპლი გახდა. ამის შესახებ იუწყება ბრიტანეთის სამაუწყებლო კორპორაცია BBC, სასამართლოში წინასწარ მოსმენებზე გაკეთებულ განცხადებებზე დაყრდნობით. 44 წლის პერეპილიჩნი 2012 წლის 10 ნოემბერს გარდაიცვალა თავისი სახლის მახლობლად. პოლიციამ საეჭვოდ არ მიიჩნია მის სიკვდილთან დაკავშირებული გარემოებები, მაგრამ ახლა ირკვევა, რომ ბიზნესმენის გვამში აღმოაჩინეს ნივთიერება, რომელიც შესაძლოა მიანიშნებდეს იშვიათი მცენარეული შხამით მოწამვლაზე. დაგეგმილია მორიგი ექსპერტიზის ჩატარება. პერეპილიჩნი შვეიცარიას ეხმარებოდა 240 მილიონი დოლარის გათეთრებაში რუსი ოფიციალური პირების და მაფიის წევრების შესაძლო მონაწილეობის გამოძიებისას. მანვე გამომძიებლებს მიაწოდა მტკიცებულებები იმ პირების წინააღმდეგ, ვინც დაკავშირებულია 2009 წელს მოსკოვში, წინასწარი დაკავების იზოლატორში რუსი ადვოკატის, სერგეი მაგნიტსკის გარდაცვალებასთან.
ყველაზე პოპულარული
1