Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საბერძნეთში გაემგზავრა ოლიმპიური ფესტივალის ოფიციალური დელეგაცია


ოლიმპიური ცეცხლის საქართველოში ჩამოსატანად საბერძნეთში გაემგზავრა ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ოფიციალური დელეგაცია. მის შემადგენლობაში არიან საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი, ოლიმპიური ფესტივალის "თბილისი 2015"-ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე ალექსი ახვლედიანი, სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გია ალიბეგაშვილი, მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილი და საოპერო ბანი და ქველმოქმედი პაატა ბურჭულაძე. 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, ათენში "პანათენაიკოსის" სტადიონზე გაიმართება ცეცხლის ანთებისა და საქართველოსთვის გადაცემის ცერემონია. ოლიმპიური ჩირაღდანი საქართველოში მოგზაურობას ხვალ საღამოს ბათუმიდან დაიწყებს. ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს თბილისი ივლისის ბოლოს უმასპინძლებს.

XS
SM
MD
LG