Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა გაიმარჯვეს სენაკსა და ზუგდიდში


საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის წინასწარი მონაცემებით, კოალიცია „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა გაიმარჯვეს სენაკისა და ზუგდიდის საკრებულოების შუალედურ არჩევნებში, რომელიც 31 მაისს ჩატარდა. წინასწარი მონაცემებით, სენაკის მაჟორიტარულ ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა მალხაზ ტორჩინავამ ხმების 49,16% მიიღო, საინიციატივო ჯგუფის კანდიდატმა კაპიტონ ტორჩინავამ - 23,54%, პარტია „თავისუფალი საქართველოს“ კანდიდატმა ემალი ყურაშვილმა - 17,78% და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატმა ხვიჩა სანაიამ - 9,52%. საარჩევნო ადმინისტრაციის წინასწარი მონაცემებით, ზუგდიდის მაჟორიტარულ ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატს ვასილ გაბისონიას ხმების 57,02% აქვს, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატს კობა ბულიას - 42,42% და „თავისუფალი საქართველოს“ კანდიდატს ბაჩუკი ნაროუშვილს - 0,56%. ცესკოს ინფორმაციით შუალედური არჩევნები მშვიდ გარემოში, არსებითი დარღვევების გარეშე ჩატარდა. 31 მაისს არჩეული კანდიდატები სენაკის და ზუგდიდის საკრებულოებში შეცვლიან კახა რუსიას, რომელიც სამეგრელოს გუბერნატორის მოადგილედ დაინიშნა და ნაპო გაისონიას, რომელიც 79 წლის ასაკში, რამდენიმე თვის წინ გარდაიცვალა.

XS
SM
MD
LG