Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იემენში 180-მდე ადამიანი დაიღუპა საჰაერო დარტყმების შედეგად


იემენიდან გავრცელებული ცნობებით, სულ ცოტა, 176 მებრძოლი და სამოქალაქო პირი დაიღუპა 6 ივლისს საუდის არაბეთის ხელმძღვანელობით მოქმედი კოალიციის საჰაერო იერიშების და შეტაკებების შედეგად. ეს არის დაღუპულთა ყველაზე მაღალი მაჩვენებელი მას შემდეგ, რაც იემენში სამი თვის წინ დაიწყო საჰაერო იერიშები. ძალადობის ფონს ქმნის მცდელობა, მიღწეულ იქნეს ჰუმანიტარული ზავი იემენში ირანის მხარდაჭერით მოქმედ შიიტ ჰუთიტ მეამბოხეებსა და სუნიტურ მთავრობას შორის. იემენის მთავრობის წევრები ამჟამად ემიგრაციაში, საუდის არაბეთში იმყოფებიან. გაერო მოითხოვს მარტში დაწყებული საჰაერო იერიშებისათვის და ბრძოლისათვის ბოლოს მოღებას. იემენში, სულ ცოტა, 3000 ადამიანი დაიღუპა მას შემდეგ, რაც არაბული ქვეყნების კოალიციამ წამოიწყო ოპერაცია იემენში ჰუთიტების ამბოხების შესაჩერებლად. ჰუთიტები ამბობენ, რომ ებრძვიან კორუმპირებულ მთავრობას მაშინ, როცა ადგილობრივი მეომრების განცხადებით, ისინი საკუთარ სახლ-კარს იცავენ ჰუთიტების თავდასხმებისაგან. საუდის არაბეთის განმარტებით, ის იემენის სახელმწიფოს დასაცავად ბომბავს ჰუთიტების პოზიციებს.

XS
SM
MD
LG