Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის სრულ მხარდაჭერას


ევროკავშირმა განაცხადა, რომ „ახალი სადემარკაციო ნიშნების დაყენებამ საქართველოს სეპარატისტული რეგიონის, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე დაძაბულობა გამოიწვია, რამაც შესაძლოა, პოტენციურად უარყოფითი გავლენა იქონიოს ადგილობრივ მოსახლეობაზე, მათ ცხოვრებასა და თავისუფლად გადაადგილებაზე.” ევროკავშირი აღნიშნავს, რომ თავიდან უნდა იყოს აცილებული ნაბიჯები, რომლებიც შესაძლოა, გაგებული იყოს როგორც პროვოკაცია და ასევე ქმედებები, რომლებიც აზიანებს ვითარების სტაბილიზაციის მცდელობებს. ევროკავშირი მხარეებს მოუწოდებს, თავშეკავება გამოიჩინონ და დაძაბულობის განსამუხტად გამოიყენონ ჟენევის ფორმატი და ინციდენტების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმი. ევროკავშირი კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის სრულ მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

XS
SM
MD
LG