Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აღმოაჩინეს ყურანის უძველესი ხელნაწერი


ბირმინგემის უნივერსიტეტის თანამშრომლებმა აღმოაჩინეს, რომ მათ ბიბლიოთეკაში დაცული ყურანის ხელნაწერი, არის ყურანის ერთ-ერთი უძველესი მანუსკრიპტი მსოფლიოში. მკვლევრების სიტყვებით, ისინი დარჩნენ გაოცებული, როდესაც ანალიზმა აჩვენა, რომ მუსლიმანების წმინდა წიგნის ფურცლების ასაკი 1300 წელს აღემატება. ეს ნიშნავს, რომ ადამიანი, რომელიც ხელნაწერზე მუშაობდა, სავარაუდოდ, მუჰამედ წინასწარმეტყველის თანამედროვე იყო და მის ქადაგებებს ისმენდა. ხელნაწერები, ახლო აღმოსავლეთის სხვა ათასობით უძველეს ხელნაწერთან ერთად, უნივერსიტეტს 1920 წელს გადასცა ისტორიკოსმა, წარმოშობით ერაყელმა ალფონს მინგანამ.

XS
SM
MD
LG