Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ღარიბაშვილი: სამომხმარებლო ტარიფის შესაძლო კორექტირებას რეგიონში შექმნილი რეალობა განაპირობებს


ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფის გაზრდის შემთხვევაში, სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისთვის სუბსიდირება დაიწყება - ამის შესახებ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა. მისივე თქმით, სამომხმარებლო ტარიფის შესაძლო კორექტირებას მთლიანად რეგიონში შექმნილი რეალობა განაპირობებს. ირაკლი ღრაიბაშვილმა აღნიშნა, რომ თუ მარეგულირებელი კომისია ტარიფის გაზრდას გადაწყვეტს, საქართველოს მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რომ სოციალურად დაუცველ მოსახლეობას ტვირთი შეუმსუბუქოს. პრემიერ-მინისტრის განცხადებითვე, საქართველოს ჰყავს სოციალურად ორიენტირებული ხელისუფლება, რაც ბოლო 3 წლის განმავლობაში არაერთხელ დაამტკიცა.

XS
SM
MD
LG