Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შსს-ს მიმართავენ 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაკარგული სერგო კაპანაძის ახლობლები


13 ივნისის სტიქიის შედეგად დაკარგული სერგო კაპანაძის ახლობლები დღეს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართავენ იმის დასადგენად, თუ რა სამუშაოები მიმდინარეობს აზერბაიჯანის ტერიტორიაზე გვამის მოსაძიებლად. სერგო კაპანაძის ახლობლები გუშინ სტიქიის ზონის ეპიცენტრში შეიკრიბნენ. დაკარგულის ახლობლები შინაგან საქმეთა სამინისტროსა და მერიის მიმართ პრეტენზიას გამოთქვამენ. სერგო კაპანაძის დის, მედეა კაპანაძის თქმით, 13 ივნისს მომხდარი სტიქიის შემდეგ 40 დღე გავიდა და სახელმწიფომ გვამი ჯერ კიდევ ვერ მოიძია: „პრეტენზია გვაქვს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და მერიასთან. მერისგან ვითხოვ დასაბუთებულ არგუმენტებს, თუ რა გააკეთა იმისთვის, რომ ჩემი ძმის ცხედარი ეპოვათ და რა სამუშაოები მიმდინარეობს ახლაც", - თქვა მედეა კაპანაძემ.

XS
SM
MD
LG