Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო ბუნებრივი აირით ძველებურად მომარაგდება


ენერგეტიკის სამინისტროს ცნობით, მცდარია გავრცელებული ინფორმაცია აგვისტოში ბუნებრივი აირის მიწოდების შეწყვეტის შესახებ. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, "სამწუხარო და შემაშფოთებელია, როდესაც მედიასაშუალება, ობიექტური ინფორმაციის გაშუქების ნაცვლად, მოსახლეობაში მცდარ ინფორმაციას ავრცელებს და მოქალაქეები შეჰყავს შეცდომაში ". ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, მილსადენებზე დაგეგმილი გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების მიუხედავად, მოსახლეობის ბუნებრივი აირით მომარაგება ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება. „შაჰდენიზის“ მილსადენის სარებილიტაციო სამუშაოები 1-დან 20 აგვისტომდე განხორციელდება და აღნიშნულ პერიოდში მოსახლეობის ბუნებრივი აირით მომარაგება "ყაზახის" ძველი მილსადენით განხორციელდება. ხოლო "ყაზახის" მილსადენზე სარეაბილიტაციო სამუშოების პერიოდში, მოსახლეობისთვის ბუნებრივი აირის უწყვეტ რეჟიმში მიწოდებას "შაჰდენიზის" მილსადენი უზრუნველყოფს", - ნათქვამია განცხადებაში. კომპანია SOCAR Georgia Gas-ის განცხადებით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიაზე "ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა" და "შაჰდენიზის" მილსადენებზე დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოები საქართველოს გაზმომარაგებაში პრობლემებს არ გამოიწვევს.

XS
SM
MD
LG