Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბორის ნემცოვი შესაძლოა ორი სხვადასხვა პისტოლეტით მოკლეს


ბორის ნემცოვი შესაძლოა ორი სხვადასხვა პისტოლეტით იქნა მოკლული. როგორც რუსეთის გაზეთი „კომერსანტი“ წერს, ასეთ დასკვნამდე მივიდნენ ექსპერტები, რომლებმაც პოლიტიკოსის სხეულში ჭრილობების არხები შეისწავლეს. მათი ვერსიის თანახმად, ნემცოვმა შესაძლოა სამი ჭრილობა მიიღო პისტოლეტით, რომელსაც მაყუჩი ჰქონდა, დანარჩენები კი იარაღით, რომელსაც არ ჰქონდა უხმო სროლისთვის განკუთვნილი მოწყობილობა. გარდა ამისა ვარაუდობენ, რომ მსხვერპლის მიერ მიღებულ ჭრილობებს შორის სხვაობები შესაძლოა დაკავშირებული იყოს იმასთან, რომ თავდასხმისას გამოყენებულ იქნა სხვადასხვა სიმძლავრის ტყვიები. გამოძიებამ ჯერჯერობით ვერ უპასუხა შეკითხვას, მსხვერპლთან მიმართებით რა პოზიციებში იმყოფებოდა მკვლელი. მიზეზად დაასახელეს ის, რომ ნემცოვის სხეულზე ჭრილობები არ შეესაბამება ნახვრეტებს მის პალტოსა და სვიტერზე. ბორის ნემცოვი 27 თებერვალს იქნა მოკლული მოსკოვში, კრემლის მახლობლად. ოპოზიციონერი პოლიტიკოსის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით დაკავებულია ხუთი პირი. კიდევ ორი - მკვლელობის სავარაუდო ორგანიზატორები რუსლან გერემეევი და რუსლან მუხუდინოვი იძებნებიან.

XS
SM
MD
LG