Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"რუსთავი 2" სასამართლოსგან ითხოვს ყადაღასთან დაკავშირებული დოკუმენტების დაჩქარებული წესით მიღებას


ტელეკომპანია "რუსთავი 2"-მა თბილისის საქალაქო სასამართლოსგან მოითხოვა დაჩქარებული წესით მიღება დოკუმენტებისა, რომელთა საფუძველზეც მოსამართლემ ტელეკომპანიის ქონება და მფლობელთა წილები დააყადაღა. "რუსთავი 2"-ის იურისტის თამთა მურადაშვილის განცხადებით, ტელეკომპანიას ყადაღის გასაჩივრების ვადა 12 აგვისტოს ეწურება, ამიტომ დასაბუთებული საჩივრის მოსამზადებლად სასამართლოსგან ითხოვს შესაბამისი მასალების სწრაფად მიღებას. თბილისის საქალაქო სასამართლომ „რუსთავი 2“-ის ქონება და მფლობელთა წილები გასულ კვირაში დააყადაღა ტელეკომპანიის ყოფილი მფლობელის ქიბარ ხალვაშის სარჩელის საფუძველზე.

XS
SM
MD
LG