Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისი საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდებს, სათანადოდ შეაფასოს რუსეთის უკანონო პოლიტიკა


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოსკოვის კიდევ ერთ პროვოკაციად შეაფასა 10 აგვისტოს, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ქარელის მუნიციპალიტეტის სოფლებთან – თამარაშენსა და ცერონისთან "საზღვრის" აღმნიშვნელი ბანერების დამონტაჟება, რის შედეგადაც რამდენიმე ადგილობრივი მოსახლის მიწის ნაკვეთები ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე მოექცა. „საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს მოსკოვის მორიგ პროვოკაციულ აქტს, რომელიც საფრთხეს უქმნის უსაფრთხოებასა და სტაბილურობას და უხეშად არღვევს ადგილობრივი მოსახლეობის ფუნდამენტურ უფლებებს“, - ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრის მიერ 11 აგვისტოს გამოქვეყნებულ განცხადებაში. საქართველო კიდევ ერთხელ მოუწოდებს რუსეთს, შეასრულოს მასზე დაკისრებული საერთაშორისო ვალდებულებები და თავი შეიკავოს ვითარების ესკალაციისკენ მიმართული ქმედებებისგან. საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადოდ შეაფასოს რუსეთის უკანონო პოლიტიკა, რომელიც საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგაა მიმართული და მიიღოს ადეკვატური ზომები უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შესანარჩუნებლად.

XS
SM
MD
LG