Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯონ კერი: ირანთან ბირთვული შეთანხმების უარყოფა დოლარის პოზიციას შეარყევს


აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ჯონ კერიმ განაცხადა, რომ დოლარმა შეიძლება აღარ იყოს საერთაშორისო სარეზერვო ვალუტა, თუ ვაშინგტონმა უარი თქვა ირანთან ბირთვულ შეთანხმებაზე და იგივე მოითხოვა თავისი მოკავშირეებისგან. ეს კერიმ განაცხადა როიტერსში სტუმრობისას, ნიუ იორკში. კერის გაფრთხილება იმ დროს ხდება, როცა ის თავგამოდებით იცავს ირანთან, ბირთვულ სფეროში, გაეროს უშიშროების საბჭოს წევრებსა და გერმანიის მიერ ვენაში მიღწეულ შეთანხმებას. შეთანხმების მიხედვით ირანმა უნდა შეზღუდოს თავისი ბირთვული პროგრამა და მას, სამაგიეროდ, უნდა გაუუქმონ ადრე დაწესებული სანქციები.

XS
SM
MD
LG