Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანალიტიკური ცენტრი ნატოსა და რუსეთის სამხედრო დაპირისპირების საფრთხეზე წერს


ლონდონში მოქმედი ანალიტიკური ცენტრი „ლიდერთა ევროპული ქსელი“ აცხადებს, რომ ნატოსა და რუსეთის მიერ წარმოებული სამხედრო წვრთნების მასშტაბები და რაოდენობა ზრდის ევროპაში შეიარაღებული კონფლიქტის ალბათობას. ანალიტიკური ცენტრის დირექტორმა იან კერნსმა განაცხადა, რომ სამხედრო თამაშები „ხელს უწყობს უნდობლობის ატმოსფეროს შექმნას“. კერნსი არის თანაავტორი გამოკვლევისა, რომელშიც დეტალურად არის აღწერილი მიმდინარე წელს რუსეთისა და ნატოს მიერ ჩატარებული ორი სამხედრო წვრთნა. კერნსმა დაინახა ნიშნები, რომ „რუსეთი ემზადება ნატოსთან კონფლიქტისთვის და ნატო ემზადება რუსეთთან შესაძლო დაპირისპირებისთვის“. გამოკვლევაში წერია, რომ წვრთნები „ემსახურება გაურკვევლობას“ და ზრდის „სახიფათო სამხედრო დაპირისპირების“ რისკს.

XS
SM
MD
LG