Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში სასამართლომ 15 წლით პატიმრობა მიუსაჯა ჯაშუშობაში ბრალდებულ ესტონელს


რუსეთში სასამართლომ 15 წლით პატიმრობა მიუსაჯა ესტონეთის უშიშრობის სამსახურის თანამშრომელს, ესტონ კოჰვერს, რომელიც ჯაშუშობაში დამნაშავედ ცნო. ამავე დროს, კოჰვერს დაევალა ჯარიმის სახით 100 ათასი რუბლის (13 ათასამდე დოლარის) გადახდა. სასამართლოს 19 აგვიტოს ვერდიქტით, ესტონ კოჰვერი სასჯელს მოიხდის რუსეთში, მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში. ესტონეთი ბრალდებებს უარყოფს და ამტკიცებს, რომ 2014 წლის 5 სექტემბერს კოჰვერი ესტონეთის ტერიტორიაზე შეიპყრეს რუსეთის აგენტებმა და ის იძულებით გადაიყვანეს რუსეთის ტერიტორიაზე. ტალინში ოფიციალური პირების განმარტებით, კოჰვერი საზღვრის მახლობლად იმყოფებოდა, რადგან იძიებდა ორგანიზებული ჯგუფის სავარაუდო კონტრაბანდულ საქმიანობას რუსეთთან საზღვრის გავლით და ის კარგად ორგანიზებული ოპერაციის შედეგად მოიტაცეს.

XS
SM
MD
LG