გერმანიის ქალაქ ზულის დევნილთა ბანაკში მომხდარი შეტაკების შედეგად 17 ადამიანი დაიჭრა. როგორც ბი-ბი-სი-ს კორესპონდენტი იუწყება, არეულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც 20 ადამიანი თავს დაესხა ავღანელ მამაკაცს, რომელმაც, თვითმხილველთა თქმით, ყურანიდან რამდენიმე გვერდი ამოხია და უნიტაზში ჩაყარა. პოლიცია, რომელიც მოჩხუბართა გაშველებას ცდილობდა, თავადაც თავდასხმის ობიექტი გახდა. დაშავებულთა შორის არის 6 პოლიციელი.