Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიამ, საფრანგეთმა და ბრიტანეთმა ევროკავშირს მიგრანტთა პრობლემის მოგვარებისაკენ მოუწოდეს


გერმანიამ, საფრანგეთმა და ბრიტანეთმა მოუწოდეს ევროპის კავშირს, რათა მიიღოს ზომები მიგრანტთა კრიზისის გადასაჭრელად. 30 აგვისტოს გაკეთებულ ერთობლივ განცხადებაში გერმანიის, საფრანგეთის და ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრები მიიჩნევენ, რომ საჭიროა უკეთესად შემოწდნენ ის დევნილები, რომლებიც თავშესაფრის საძებნელად სამხრეთ ევროპისკენ მიეშურებიან. ერთობლივ განცხადებაში ხაზგასმულია წლის ბოლოსათვის „სპეციალური პუნქტების“ შექმნის აუცილებლობა საბერძნეთსა და იტალიაში, სადაც დევნილებს დაარეგისტრირებენ და თითის ანაბეჭდს აუღებენ. ავღანეთიდან, ბანგლადეშიდან, სირიიდან და მსოფლიოს სხვადასხვა არასტაბილური ქვეყნებიდან ათასობით დევნილი მიეშურება ევროპაში თავშესაფრის საძებნელად.

XS
SM
MD
LG