Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კერიმ დაიცვა ირანთან მიღწეული შეთანხმება


აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ჯონ კერიმ დაიცვა ირანთან მიღწეული შეთანხმება თავის გამოსვლაში, რომელიც მოჰყვა აშშ-ის ადმინისტრაციის მიერ საკმარისი ხმების მოპოვებას იმის უზრუნველსაყოფად, რომ კონგრესმა ვერ უარყოს შეთანხმება. კერიმ ფილადელფიაში თავის ემოციურ გამოსვლაში თქვა, რომ კონგრესში კენჭისყრა იმავე მნიშვნელობისა იქნება, როგორც ბოლო პერიოდში მიღებული საგარეო პოლიტიკური ყოველი გადაწყვეტილება. პრეზიდენტი ობამა და მე ყოველგვარ ეჭვგარეშე დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენს მიერ წარდგენილი წინადადება საქმეს გააკეთებსო, თქვა კერიმ ასევე, და დასძინა, რომ შეთანხმებას მხარი დაუჭირა გაუვრცელებლობის ათეულობით ექსპერტმა, ყოფილმა დიპლომატმა და სამხედრო ოფიციალურმა პირმა. 2 სექტემბერს დემოკრატი სენატორი, ბარბარა მიკულსკი გახდა 34 კანონმდებელი, რომელმაც გამოაცხადა, რომ კენჭისყრისას მხარს დაუჭერს ბირთვულ სფეროში ირანთან შეთანხმებას, რომელიც ვენაში გამოცხადდა და რომელიც ირანის ბირთვული პროგრამის შეზღუდვას ითვალისწინებს თეირანისთვის დაწესებული სანქციების გაუქმების სანაცვლოდ.

XS
SM
MD
LG